ალიევი ანკარაში ჩავიდა და ერდოღანს შეხვდა

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და თურქეთის პრეზიედნტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. 

მედიის ცნობით, შეხვედრებზე ორი ქვეყნის ლიდერები რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებსა და ორ ქვეყანას შორის აყვავებულ ურთიერთობებს განიხილავენ. ერთობლივი პრესკონფერენცია ორშაბათს არის დაგეგმილი.

ცნობილია, რომ ალიევის ვიზიტის დროს თურქეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ რიგ გარიგებებს, მათ შორის ვაჭრობის საკითხებს. ორი ქვეყანა ცდილობს გააფართოოს ვაჭრობის მოცულობა გასულ წელს დაახლოებით 7,6 მილიარდი დოლარიდან (234,6 მილიარდი TL) მინიმუმ 15 მილიარდ დოლარამდე. ისინი ასევე ცდილობენ გააუმჯობესონ თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, თავდაცვის მრეწველობისა და ტექნოლოგიების სფეროში. ორი ქვეყანა ასევე მიზნად ისახავს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, რაც უზრუნველყოფს სასიცოცხლო მნიშვნელობის მიწოდების ხაზს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის.

ცნობისთვის, ალიევი ანკარაში გერმანიიდან ჩაფრინდა, სადაც ის მიუნხენის კონფერენციას დაესწრო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი