
ისრაელის არმიამ, სამხრეთ ლიბანში, სიდონთან ახლოს, იარაღის საცავი ააფეთქა. ქვეყნის სამხედრო სპიკერის განცხადებით, ისრაელის მიერ გაშვებული რაკეტა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების "ჰეზბოლას" იარაღის საცავს მოხვდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ნაჩვენებია აფეთქებები ქალაქ ღაზაში, ისრაელის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში.