
ეიფელის კოშკის თანამშრომლები მორიგ ჯერზე გაიფიცნენ, რის გამოც ის ტურისტებისთვის ისევ დაიხურა. როგორც ფრანგული გამოცემა Le Parisien წერს, გაფიცულების აზრით, ძეგლის მოვლა-შეკეთებისთვის ხარჯები არასაკმარისია.
კოშკის თანამშრომლების თქმით, ქალაქის ხელისუფლება, რომელიც კომპანიის კაპიტალის 99%-ს ფლობს, არ ხარჯავს საკმარისს და თანხები მხოლოდ ოლიმპიური თამაშების წინ ღირსშესანიშნაობაზე ზრუნვისთვის იხარჯება.