უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართა და მოუწოდა მიაწოდონ უკრაინას საარტილერიო ჭურვები.
მან ევროპელ კოლეგებს მოუწოდა გააუქმონ საექსპორტო კონტრაქტები, ყველა არსებული ევროპული წარმოება მიმართონ უკრაინის ფრონტისა და ევროპის თავდაცვის საჭიროებებისკენ, ერთობლივად მოძებნონ ჭურვები ევროპის გარეთ და განავითარონ შიდა წარმოება.
"ყველა საარტილერიო ჭურვი, რომელიც ამჟამად ევროპაში იწარმოება, უნდა ემსახურებოდეს ევროპის დაცვას. ჩვენ ეს წესი უნდა მივიღოთ. [...] სამწუხაროდ, ახლა ევროპის ცაზე - აღმოსავლეთში ომის კვამლია და ომის სუნი უკვე ტრიალებს ევროპის ჰაერში. მაგრამ დროული და საკმარისი მხარდაჭერით, უკრაინას შეუძლია დაამარცხოს რუსული აგრესია და აიცილოს ევროპისთვის ყველაზე ცუდი სცენარი", - თქვა კულებამ.