ФСБ-მ ეკატერინბურგში აშშ-ის მოქალაქე დააკავა

გამოქვეყნდა:

რუსულმა ФСБ-მ ეკატერინბურგში აშშ-ისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე დააკავა. 33 წლის ქალს რუსეთი "ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ" მიმართულ ქმედებებში ადანაშაულებს. ქალის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამშობლოს ღალატის მუხლით დაიწყო. დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლიდან, ანუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან, ეჭვმიტანილი „აგროვებდა თანხებს ერთ-ერთი უკრაინული ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე“, რომელიც სავარაუდოდ გამოიყენებოდა „ტაქტიკური მედიცინის ნივთების, ტექნიკის, იარაღისა და საბრძოლო მასალის“ შესაძენად უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.

ФСБ ქალს აშშ-ში, უკრაინის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობასაც ედავება.

უფლებადამცველი ორგანიზაცია "პირველი დეპარტამენტის" ცნობით, დაკავებული ქალი ქსენია ხავანაა (კარელინა), რომელმაც უკრაინის დახმარების ფონდში თანხები გადარიცხა ომის პირველივე დღეებში. ქალი ჯერ 27 იანვარს პატრულის თანამშრომლებმა  „წვრილმანი ხულიგნობისთვის“ 14 დღით დააკავეს, შემდეგ კი 7 თებერვალს, სისხლის სამართლის საქმეზე. მეორე დღეს სასამართლომ მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის („სახელმწიფო ღალატი“). ბრალდება 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი