პუტინმა დააწინაურა გენერალი, რომელმაც კოლონიაში ნავალნის უფლებების შეზღუდვის ბრძანება გასცა | მედია

გამოქვეყნდა:

პუტინმა დააწინაურა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის გენერალი, რომელმაც პირადად გასცა კოლონიაში ნავალნის უფლებების შეზღუდვის ბრძანება - ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Важные истории ავრცელებს. 

ნავალნის მკვლელობიდან სამი დღის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, ვალერი ბოარინევს.

ბოიარინევს წოდება მიენიჭა თითქმის ყველა ძალოვანი უწყების სხვა გენერლებთან და ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ხელმძღვანელებთან ალექსანდრე როზინთან, დიმიტრი შაროვატოვთან და ალექსანდრე ფედოროვთამ ერთად. 

ცნობილია, რომ ბოიარინევმა პირადად გასცა ბრძანება ალექსეი ნავალნის უფლებების შეზღუდვის შესახებ. 2023 წლის ივლისში გამართულ სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ გენერალმა იმ თანხის შეზღუდვის ბრძანება გასცა, რომლითაც ნავალნი საპატიმროში საკვებს ყიდულობდა...

ყოფილი მეწარმე ვლადიმერ ოსეჩკინი, რომელმაც დააარსა პროექტი "არა გულაგს", ამტკიცებს, რომ ბოიარინევი ზედამხედველობდა უკრაინელი პატიმრებისა და ნავალნის წამებას ციხეთა სისტემაში" წერს გამოცემა. 

შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა.

პუტინის ოპონენტი "თაღლითობისა" და "ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებებით", 19-წლიან სასჯელს იხდიდა იამალის ოლქის კოლონიაში. 

2020 წლის აგვისტოს ბოლოს, ნავალნი რუსეთში "ნოვიჩოკით" მოწამლეს. გერმანიაში მკურნალობის შემდეგ კი ის მოსკოვში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტში დააკავეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი