კალაძე ნადირაძეზე: ან დურაკია ჩვეულებრივი, ან მცდელობა აქვს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი, კახი კალაძე ტყუილს უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებას, რომ გასულ წელს მერიამ 200 მლნ ლარზემეტი ვერ აითვისა.ნადირაძის თქმით, მიზანი ისაა, რომ თბილისის ბიუჯეტი "ოცნებამ" მოირგოს 2024 წლის არჩევნებისთვის და გამოიყენოს, როგორც ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი.

კალაძე ამბობს, რომ ნადირაძე ან "დურაკია", ან ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

"ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია, აქ ორ რამესთან გვაქვს საქმე, ან დურაკია ჩვეულებრივი, ან მცდელობა აქვს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. ძალიან მარტივად არის ყველაფერი გაწერილი, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ის რაზეც ახლა თქვენ მესაუბრებოდით, 100 მილიონი ეს არის გადაჭარბებული შემოსავლები ბიუჯეტში, რაც უბრალოდ ვერ დაიგეგმებოდა და მინდა ჩემ თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო, ეს ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია და მისასალმებელია, დანარჩენ 100 მილიონს რაც შეეხება, ეს არის გარდამავალი პროექტები, წერეთლის გამზირი, ვაკის პარკი, ასე შემდეგ, ის პროექტები, რომლებიც დაკონტრაქტებული იყო, სამუშაოები დასწრებული იყო და წელს უნდა იქნეს დასრულებული", - თქვა კალაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი