მოვუწოდებ მთავრობას იბრძოლოს ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ, წელს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის | ბორელი

გამოქვეყნდა:

ეს არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით პირველი ვიზიტი, ჩვენ გადავედით ახალ სტრატეგიულ ეტაპზე ჩვენს ურთიერთობებში - ასე დაიწყო  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა ბრიფინგი, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის დასრულების შემდეგ იმართება.

ბორელმა ირაკლი კობახიძეს, რომელიც ბრიუსელში პრემიერის რანგში პირველად იმყოფება, ის დათქმები შეახსენა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად აქვს განსაზღვრული.

"საქმე იწყება ახლა თქვენ შემთხვევაში და ეს საჭიროებს ახალ ძალისხმევას- გაძლიერებულ პასუხისმგებლობას მთავრობის მხრიდან, პოზიციას, რომელიც ყველას მიერ  იქნება გასათვალისწინებელი, ყველა პირი, ყველა სექტორი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში" - განაცხადა ბორელმა და სამი ძირითადი გზავნილი გაჟღერა: 

თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, რათა 9 ნაბიჯი იქნეს შესრულებული, ამისთვის თქვენ გაქვთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და მნიშვნელოვანია, ყველა მონაწილე იყოს ჩართული ამ პროცესში. აქ საჭირო იქნება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, რომ შემცირდეს პოლიტიკური წნეხი და დაძაბულობა. 

მეორე გზავნილი ისაა, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებზე და  პრინციპებზე ვახორციელებთ ძალისხმევას და მნიშვნელოვანია ეს ერთობა იყოს ასახული ყველაფერში იმიტომ, რომ ძალიან საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში ვარსებობთ. ჩვენ ველით, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება შესაბამისობა ამ მიმართულებით მომდევნო წლებში. ასევე მოვუწოდებ მთავრობას იბრძოლოს ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ, ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ. 

მესამე გზავნილი ის გახლავთ, რომ წელს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის, მე უკვე ვახსენე არჩევნების პროცესი და მინდა ვთქვა, რომ საარჩევნო რეფორმა რაც განხორციელდება მომავალში - მინდა იყოს, არჩევნებისთვის მზადება. ყველა შესაბამისი ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იქნეს განხორციელებული თავისუფალი, კონკურენტული არცევენბის უზრუნველსააყოფად. " განაცხადა ბორელმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი