"მეორე ფრონტზე" მოწოდებები არ გვსმენია, არავის სერიოზულად ეს არ მიუღია | ბორელი კობახიძესთან, ერთობლივ ბრიფინგზე

გამოქვეყნდა:

"არავის სერიოზულად არ მიუღია" - ასე უპასუხა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა "მეორე ფრონტის" შესახებ დასმულ შეკითხვაზე, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. 

ბორელის თქმით, არავის სმენია უკრაინიდან მსგავსი მოწოდებები. მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინას უნდა ჰქონდეს საუკეთესო ურთიერთობები და ქვეყნებს შორის დაპირისპირებით მხოლოდ რუსეთი ირებს სარგებელს: 

"ჩვენ გვინდა რომ საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეს საქართველოს და უკრაინას, მათი დაპირისპირებით რუსეთი სარგებლობს. 

მეორე ფრონტთან დაკავშირებით უნდა ითქვას შემდგი, ეს გრძელი ამბავია, არავის სერიოზულად ეს არ მიუღია და ამის შესახებ არც მოწოდებები არ გვსმენია უკრაინიდან ან სხვადასხვა პირების მხრიდან" თქვა ბორელმა 

იქამდე კი უკრაინელი ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად, "მეორე ფრონტზე" ირაკლი კობახიძემ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო არ უწესებს რუსეთს სანქციებს: 

სამწუხაროდ, რამდენიმე განცხადება გაკეთდა მეორე ფრონტის შესახებ, უკრაინელიო სამთავრობო პირებიდან მოდიოდა, უსაფრთხოებს საბჭოს მდივანი, პრეზიდენტს მრჩეველი, ძალიან სამწუხარო იყო ეს განცხადებები, თუმცა უკრაინასთან ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს პოლიტიკურად და ძლიერი ჰუმანიტარული დახმარებაც გვაქვს აღმოჩენილი, განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობები გვაქვს უკრაინელ ხალხთან ...

რაც შეეხება სანქციებს, ამ მიმართულებით მკაფიო პოზიცია გაგვაჩნია, ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს და ამისთვის ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს, ამავდროულად, საქართველო არ გამოიყენება სანქციების გვერდის ასავლელად." თქვა პრემიერმა.

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი