ესტონეთში რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული ათი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ესტონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ათი პირი დააკავეს - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადეს.

"ესტონეთმა წარმატებით შეაჩერა რუსეთის სპეცსამსახურების ჰიბრიდული ოპერაცია თავის ტერიტორიაზე..ჩვენ ვიცით, რომ კრემლი მიმართავს ძალისხმევას ჩვენი ყველა დემოკრატიული საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენი პასუხია ვიყოთ ღია და გავამჟღავნოთ მათი მეთოდები. ეს არის მავნე ქმედებების შეკავების გზა და ჩვენ უფრო გამძლეები ვართ ", - განაცხადა კალასმა.

მედიის ცნობით, სულ დაკავებულია 10 პირი, ისინი ითვლებიან აგენტური ქსელის წევრებად, რომლებიც მოქმედებდნენ რუსული სპეცსამსახურების დავალებით. მათი მიზანი ესტონეთის საზოგადოებაში "შიშის დათესვა და დაძაბულობის შექმნა" იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი