რუსეთის შსს-მ ალექსეი ნავალნის ძმაზე ხელახლა ძებნა გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

რუსეთის შსს-მ ალექსეი ნავალნის ძმაზე ხელახლა ძებნა გამოაცხადა. სამინისტროს მონაცემთა ბაზაში მითითებულია, რომ ოლეგ ნავალნი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით იძებნება, თუმცა მითითებული არ არის რომელი მუხლით. 

ოლეგ ნავალნი რუსეთმა ძებნილთა სიაში 2022 წლის იანვარშიც შეიყვანა ე.წ. სანიტარულ საქმეზე, რომლის ფიგურანტებიც სანიტარული და ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში დაადანაშაულეს. 

2021 წლის აგვისტოში ოლეგ ნავალნის ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა არაკოორდინირებული პროტესტის გამო აღძრული „სანიტარული საქმისთვის“. ამაში იგულისხმებოდა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე გამოსვლის მოწოდებები.

2022 წლის იანვარში სისხლის სამართლის ინსპექციამ მოითხოვა, რომ პირობითი სასჯელი რეალურით შეცვლილიყო, თებერვალში სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა . იმ დროისთვის, ოლეგ ნავალნი რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი