
თურქეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს. თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, თურქეთში მცხოვრები უიღურებისა და მათი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ.
თურქი სამართალდამცველები ამჟამად ჯაშუშობაში კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ეძებენ.