2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია უკვე დაიწყო NDI-მ. დღეს საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ. მათ შორის, ცალ-ცალკე გაიმართა დახურული შეხვედრები "ქართულ ოცნებასთან" და ოპოზიციურ პარტიებთან. წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს კი მისია ანგარიშის სახით გამოაქვეყნებს.