
საფრანგეთის სასამართლომ "გაზპრომს" 120 მილიონი ევროს ღირებულების ვილა ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ ფორმალურად, საფრანგეთის სასამართლოს მიერ ჩამორთმეული ვილა რუს მილიარდერს, სამველ კარაპეტიანს, ეკუთვნის, თუმცა მის ნამდვილ მფლობელად "გაზპრომის" შვილობილი კომპანიაა მიჩნეული.
აღნიშნული ვილა როკბრუნ-კაპ-მარტენში, კოტ-დ'აზურზე მდებარეობს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ფულის გათეთრების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში მიიღეს.