რუსების მიერ გაშვებული 19 "შაჰიდიდან" 13 და 6 რაკეტიდან 1 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 21 თებერვლის ღამეს რუსებმა უკრაინას "შაჰიდის" ტიპის 19 დრონითა და 6 რაკეტით შეუტია. უწყების ცნობით, მათგან 13 დრონისა და 1 რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს. 

რუსმა ოკუპანტებმა "შაჰიდის" ტიპის დრონებთან ერთად, სხვადასხვა რეგიონებში გამოიყენეს ერთი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა, ასევე ერთი Kh-59-ის ტიპის ანტი-საჰაერო მართვადი რაკეტა და ოთხი Kh-22 ფრთოსანი რაკეტა.

"საბრძოლო მოქმედებების შედეგად,  პოლტავას რეგიონში გავანადგურეთ Kh-59-ის ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტა და ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟოიისა და დონეცკის რეგიონებში გაშვებული 19 "შაჰიდის" დრონიდან 13", - აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მათივე ინფორმაციით, დამატებით ექვსმა დრონმა ვერ შეძლო სამიზნემდე მიღწევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი