"პრაგმატული მიდგომა", "პოლიტიკური სიმწიფის" ნიშნები | ბჟანია ისევ "ოცნებას" აქებს

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია "ქართულ ოცნებას" გატარებულ პოლიტიკას კიდევ ერთხელ უწონებს. როგორც ის რუსულ სამთავრობო მედია Tass-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, საქართველოს ხელისუფლებამ "პრაგმატული" მიდგომა გამოიჩინა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო.

მისივე სიტყვებით, საქართველოს ლიდერებს "პოლიტიკური მომწიფების" ნიშნები აქვთ. 

ბჟანიას თქმით, თუ ქართველი ლიდერები კვლავ გამოიჩენენ პრაგმატულობას, მაშინ "ზედმეტი ინციდენტების აღმოფხვრა" შესაძლებელი იქნება. 

"არ აღმოჩნდნენ გარეულები იმ პროვოკაციაში, რომელსაც მათ უკრაინა ახვევდა თავს. უკრაინის ლიდერის განმეორებითმა მოწოდებამ მეორე ფრონტის გახსნის შესახებ მათ შორის მხარდაჭერა არ ჰპოვა. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი, ასე მგონია.  

მომავალში, თუ პრაგმატიზმს გამოიჩენენ, ვფიქრობ, ამით შეიძლება ზედმეტი ინციდენტების აღმოფხვრა. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი მომავალი.  საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს არსებული რეალობის აღიარება", - ამბობს ბჟანია.

მისივე მტკიცებით, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობას "საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობები" სურს. 

რუსმა ჟურნალისტმა მას ჰკითხა ნატოს შავი ზღვის რეგიონში აქტიურობის შესახებაც: 

"ამ გემებს კარგი არაფერი მოაქვთ. ეს არის დაძაბულობის ესკალაცია,ეს უკრაინის ბედის გართულებაა. მეჩვენება, რომ ნატოს არც ერთი ქვეყანა არ ფიქრობს უკრაინელებზე. უკრაინის ტერიტორია და უკრაინის ხალხი გახდა ვაჭრობის საშუალება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომლებიც მიმართულია რუსეთის დასუსტებისა და განადგურებისკენ. ეს უკვე აბსოლუტურად ყველას ესმის. მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინის ხელმძღვანელობას აღარ შეუძლია "უკან დახევა".აფხაზი ხალხი ამას ხედავს და ესმის, ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მშვიდობას, როგორც მთავარ ღირებულებას და ამ მხრივ, ჩვენი ხედვა ემთხვევა რუსეთის ფედერაციის ხალხის, მისი ლიდერების ხედვას", - თქვა ბჟანიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი