"ევროკავშირის ელჩებმა ახლახან აუნთეს მწვანე შუქი ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს", - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი Twitter-ზე წერს.
მისი ინფორმაციით, სანქციების ახალი პაკეტი 24 თებერვლამდე გამოქვეყნდება.
"ევროკავშირის ელჩებმა ახლახან აუნთეს მწვანე შუქი ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს. პაკეტი 24 თებერვლამდე, ომის წლისთავამდე უნდა გამოქვეყნდეს", - წერს ჟურნალისტი.