"ძალიან გამიხარდება რომ ერთობა გამოვიდეს... ჩემთვის სასურველი მოკავშირეები არ არიან მხოლოდ მოქმედი პოლიტიკოსები" | ნიკა გვარამია პოლიტიკურ გეგმებზე

გამოქვეყნდა:

"ძალიან გამიხარდება რომ ერთობა გამოვიდეს... ჩემთვის სასურველი მოკავშირეები არ არიან მხოლოდ მოქმედი პოლიტიკოსები", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს და საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს. 

პირადად მე ძაან მოწადინებული ვარ და ძაან გამიხარდება, რომ ერთობა გამოვიდეს. ვნახოთ, როგორ წავა ეს საკითხი. ყველა შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ პოლიტიკაში ვიყოთ. ჩვენთვის უფრო მარტივია, გულწრფელად რომ ვთქვა, იმიტომ რომ ჩვენ ახალი ხალხი ვართ ამ მიმართულებით და შეგვიძლია, უფრო მოქნილები ვიყოთ. მაგრამ არსებობენ უკვე ჩამოყალიბებული პოლიტიკური სტრუქტურები და მათთვის ეს, მე ძაან კარგად მესმის, გაცილებით უფრო ცხადი უნდა იყოს და გაცილებით უფრო რთული არის ამ გადაწყვეტილების მიღება. მესმის და ველოდები... 

უსასრულო ვერ იქნება ვერც ერთი პროცესი. მარტი, ჩემი აზრით, გადამწყვეტი თვეა ამ თვალსაზრისით. ჩემთვის არ არიან მხოლოდ პოლიტიკური პარტიები და მოქმედი პოლიტიკოსები სასურველი მოკავშირეები. არსებობენ ადამიანები, ვისაც თავისი პოზიტიური იმიჯის, გაკეთებული საქმეების კვალდაკვალ ჩამოუყალიბდათ ძალიან კარგი რეპუტაციაც და გავლენაც. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, საინტერესოა. არა იმიტომ მარტო, რომ საარჩევნო შედეგს მივაღწიოთ მათთან ერთად აუცილებლად კარგად, იმიტომ რომ ისინი ჩაერთონ ქვეყნის მართვაში. აუცილებლად, ჩემი აზრით, ასეთი რესურსები, მაგალითად, როგორიცაა ნინო ლომჯარია, არ უნდა დაიკარგოს ამ ქვეყნისთვის. 

მე ჟურნალისტმა მკითხა გახარიასთან დაკავშირებით, ვუთხარი, რომ ჩემთვის ნებისმიერი ადამიანი, ვინც კონტრიბუციას გააკეთებს ამ რეჟიმის ცვლილებაში, არის მოლაპარაკებადი. ნებისმიერი. როგორ იქნება, რანაირად იქნება, მოლაპარაკებებს გაერთიანებაზე არ ვგულისხმობ. ზოგადად, დაველაპარაკები თუ არა გახარიას, რას ნიშნავს არ დაველაპარაკები, ფეხებს ხომ არ ვაბაკუნებ. კი, თუ სალაპარაკო იქნება, დაველაპარაკები. თუ თვითონ არ უნდათ, მე ვინც მკითხა, იმას ვუპასუხე ისე, როგორც ვხედავ. მათ თუ ეს არ უნდათ, ლაპარაკი ცალმხრივი ვერ იქნება თავისთავად ცხადია. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ თავისი არმოპლაპარაკების ტაქტიკა, - ამბობს ნიკა გვარამია.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი