"NATO მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა", - ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პრემიერ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს. მან საქართველოსა და ქართველ ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაც მიულოცა.
საქართველო არის ქვეყანა რომლის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ. NATO მოუწოდებს რუსეთს, რომ დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები დაკავებული ჰქონდეს..., - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარებაც განიხილეს:
"მნიშვნელოვანი რისკია ის, რომ რუსეთი საქართველოს სიახლოვეს უკრაინაში აწარმოებს აგრესიულ მოქმედებებს და ჩვენ მოვუწოდებთ ალიანსის წევრებს, რომ მოხდეს შავი ზღვის უზრუნველყოფა თავისუფალი მოძრაობისთვის", - თქვა სტოლტენბერგმა.