პრემიერმა კობახიძემ ნატოს გენერალურ მდივანს ერთობლივ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის ერთგული პარტნიორია:
"ჩემი პირველი უცხოური ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერმინისტრის რანგში იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში და არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებები გაგვეთავისებინა, განგვეხორციელებინა ყოვლისმომცველი რეფორმები და წინ წაგვეწია ჩვენი ინტეგრაციის პროცესი მიუხედავად იმ შიდა თუ გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა. ამჟამად, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რთული პერიოდი გვაქვს, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. საფრთხის ქვეშაა პრინციპი- მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა. საქართველოს ტერიტორიების 20%ოკუპირებულია, ამ რთულ დროს მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ" აღნიშნა კობახიძემ.