ნავალნის დედამ შვილის ცხედრის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

გამოქვეყნდა:

ალექსეი ნავალნის დედამ შვილის ცხედრის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ქალაქ სალეხარდის სასამართლოში ლუდმილა ნავალნაიას სარჩელის განხილვა 4 მარტს, დახურულ სხდომაზე მოხდება.

ლუდმილა ნავალნაიამ გუშინ პუტინს მიმართა და შვილის ცხედრის დაბრუნება სთხოვა.

შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა.

ნავალნის ცხედარი ამ დრომდე სავარაუდოდ სალეხარდის მორგშია. როგორც ცნობილია, მას ოჯახს კიდევ 2 კვირის განმავლობაში არ გადასცემენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი