
ირანი რუსეთს 400-მდე ბალისტიკურ რაკეტას უგზავნის - ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რაკეტები მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტების სახეობაა - Fateh-110, Zolfaghar - და მათ შეუძლიათ სამიზნეების განადგურება 300-დან 700 კილომეტრამდე მანძილზე.
„მიწოდება დაიწყო იანვრის დასაწყისში მას შემდეგ, რაც შეთანხმება შედგა გასული წლის ბოლოს ,ირანელი და რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრებზე, რომლებიც თეირანსა და მოსკოვში გაიმართა“, - ამბობს ირანული წყარო.
გამოცემა წერს, რომ ირანიდან რუსეთში უკვე იყო ოთხეტაპიანი მიწოდება და მომდევნო კვირებში რაკეტები ისევ გაიგზავნება.
კიდევ ერთმა წყარომ, მაღალჩინოსანმა, გამოცემას უთხრა, რომ რაკეტების ნაწილი რუსეთში კასპიის ზღვის გავლით გაიგზავნა, ნაწილი კი თვითმფრინავით.