რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს, შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა ერთი ადამიანი - ინფორმაციას ხარკოვის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, 2024 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 12:40 საათზე, რუსეთის ფედერაციამ ნაღმმტყორცნებით დაბომბა პეტროპავლოვსკის სოფელი ივანივკა, რის შედეგადაც 52 წლის სამოქალაქო პირი დაიჭრა.

ასევე, დაახლოებით 14:00 საათზე მტერმა არტილერიით დაბომბა სოფელი დვორიჩნა და დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. 

დაახლოებით 15:00 საათზე რუსმა სამხედროებმა სოფელი ვილხუვატკაც დაბომბეს: განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. მსხვერპლი არ ყოფილა. წინასწარი მონაცემებით, მტერმა ორი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენა.

პროკურორებმა, პოლიციის გამომძიებლებთან ერთად, შეაგროვეს მტკიცებულებები და დააფიქსირეს რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები.

რაიონული პროკურატურის პროცედურული ხელმძღვანელობით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევაზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლი).

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი