საქართველოს პარლამენტში ხვალ, 22 თებერვალს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტორების შესვლა აკრძალული იქნება:
"მიმდინარე წლის 22 თებერვალს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
შეზღუდვა არ შეეხება მედია საშუალებების წარმომადგენლებს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა." ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 22 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოვა.