ბაიდენმა პუტინს გიჟი SOB-ი (son of bitch) უწოდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გიჟი SOB-ი (son of bitch) უწოდა.
განცხადება ბაიდენმა სან-ფრანცისკოში, საარჩევნო კამპანიის დროს, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ბაიდენმა პუტინი და სხვა პოლიტიკოსები ახსენა, რომლებიც მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრებიან.

"დიახ, ჩვენ გვყავს ისეთი გიჟი SOB-ი, როგორიცაა პუტინი და სხვები და ყოველთვის უნდა ვიფიქროთ ბირთვულ კონფლიქტზე, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია", - თქვა ბაიდენმა.

სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა პირდაპირ დაადანაშაულა პუტინი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილში და გააკრიტიკა დონალდ ტრამპი, რომელიც თავს არიდებს პუტინის ხსენებას დანაშაულის საპასუხოდ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი