პრეზიდენტის მოქმედება იყო სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა | პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტში ანგარიშს წარადგენს. მან სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პრეზიდენტი და თქვა, რომ ისიც "რადიკალიზაციის სამარცხვინო ფერხულში ჩაება". 

მისი თქმით, "ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა".

"ორი კვირის წინ ამ ტრიბუნიდან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მოვუსმინეთ, რომლის სიტყვებმაც კიდევ ერთხელ დაგვიტოვა გაწბილებისა და გულისდაწყვეტის ემოცია. ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული გამოსვლის ნაცვლად მოვისმინეთ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა, რომელმაც კიდევ უფრო დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუტის სახელი და მნიშვნელობა", - თქვა პაპუაშვილმა.

მან გაიმეორა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, როცა მთავრობის ნებართვის გარეშე დაიწყო საგარეო პოლიტიკური აქტივობების განხორციელება.

"პრეზიდენტის მოქმედება იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა, ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, პრინციპული, ეროვნული მნიშვნელობის საკითხია", - თქვა პაპუაშვილმა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი