მისთვისაც, ქვეყნისთვისაც და მე მგონი თქვენთვისაც კარგია | პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების არშეშვებაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ სწორია გადაწყვეტილება, რომ დეპუტატებს მესამე პრეზიდენტთან შესვლის საშუალება აღარ ეძლევათ სპეციალური ნებართვის გარეშე.

"მიხელ სააკაშვილთან შეშვებასთან დაკავშირებით, მე მგონი სწორი გადაწყვეტილება იყო, ვხედავთ, რომ მისთვისაც, ქვეყნისთვისაც და მე მგონი თქვენთვისაც კარგია ის გადაწყვეტილება და პირიქით, საზიანო იყო მაშინ როდესაც მისი პოლიტიკური აჟიტირება ხდებოდა სწორედ ასეთი ყოველდღიური ვიზიტებით", - თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა პარლამენტის წევრებისთვის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება.

2022 წლის 30 დეკემბერს პარლამენტის ვებგვერდზე განცხადება გაავრცელდა, რომელშიც წერია, რომ  დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულება სპეციალური ნებართვის გარეშე აღარ შეეძლებათ. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი