მთავრობის ადმინისტრაციის შენობა შემოღობეს. ადგილზე რკინის კონსტრუქცია თვეების წინ აღმართეს, მას შემდეგ, რაც იქ მერიამ მოულოდნელად სკვერის მშენებლობა დაიწყო.
ეს დროში დაემთხვა მარტის ფართომასშტაბიან აქციებს. რკინის ჯებირები მთავრობის შენობასა და სკვერს შორის ისეა აღმართული, რომ მოქალაქეებს შენობასთან მიახლოების საშუალება არ მიეცეთ. ადმინისტრაციასთან მისვლა მეორე, კიბის მხრიდან იქნება შესაძლებელი.
სკვერის მოწყობა ადგილზე ისე დაიწყეს, რომ მერიისგან თანხმობა არ ჰქონიათ, თუმცა ამის გამო არავინ დაჯარიმებულა. უცნობია სამუშაოები როდის უნდა დასრულდეს - ადგილზე დაგებულია ფილები, დამონტაჟებულია სკამები, კამერები და გაკეთებულია გამწვანება.
სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას არ უნდა გაბრაზებული მოქალაქეების პროტესტით შეწუხდეს. მათ ახსენდებათ პარლამენტის წინ მასშტაბური აქციების შემდეგ ტერიტორიის შემოღობვა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში "გამწვანების კუნძულები" გაკეთდა.