მოსახლეობა კასპის მერიაში შეიჭრა - მერი დაიმალა

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება კასპის მერიაში. ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილო მოსახლეობა მერიის შენობაში შეიჭრა. მათ მერთან შეხვედრა მოითხოვეს თუმცა, თამაზ ტატანაშვილი დაიმალა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთ დევნილს მერიის თანამშრომელმა ჩაცმულობის გამო შეურაცხყოფა მიაყენა.  

ფაქტი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა კასპის საკრებულოში, ნუგზარ ნონიაშვილმა გააპროტესტა და სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

ქეჩეროხის ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახების გაღიზიანება წყლის პრობლემამ გამოიწვია, მოსახლეობას სასმელი წყალი უკვე ორი თვეა არ აქვს. ხელისუფლება კი მათ პრობლემის წლის ბოლომდე მოგვარებას პირდება.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი