
"მადლობა კონსტრუქციული ტონისთვის... ეს არის ქართული დემოკრატიის ზეიმი", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტში საუბრობს და საკანონმდებლოპ ორგანოში მიმდინარე სხდომას ეხმაურება.
...არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში არც რუსულს, არც შვედურს, არც ამერიკულ და არცერთ სხვა ფულს. ქართული პოლიტიკა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, დააფინანსოს ქართულმა ბიზნესმა, ქართველმა მეცენატებმა და ქართველმა ხალხმა. ასე კეთდება პოლიტიკა, ეს არის სუვერენიტეტი.
[...]
ამიტომაც არის ეს თემა ჩვენთვის ყოველთვის მგრძნობიარე, იმიტომ რომ როცა ვსაუბრობთ ჩვენ პარლამენტზე, უმაღლეს საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოზე, უნდა ვაცნობიერებდეთ რა პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ ჩვენი ხალხის წინაშე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა განსაკუთრებით ამ კონსტრუქციული ტონისთვის, გავაგრძელოთ ასე, ვხედავთ, რომ შეგვიძლია ყველაზე მწვავე კრიტიკაც კი მშვიდად გამოვთქვათ, დავუპირისპიროთ ერთმანეთს არგუმენტები, ეს არის ქართული დემოკრატიის ზეიმი სწორედ ასე გამოიყურება, - ამბობს პაპუაშვილი.