
დასავლეთ გერმანიის ქალაქ ვუპერტალში სკოლის მოსწავლემ თანაკლასელები დაჭრა.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ "მოსწავლეები დაშავებულები არიან". მოგვიანებით კი სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ სკოლა გაწმენდილია, ყველა მოსწავლე უსაფრთხოდაა და მათზე ზრუნავენ.
პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელი უკვე დააკავა, ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად ისიც დაშავდა.