ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია | სტანო მედვედევზე

გამოქვეყნდა:

ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ვურჩიოთ ფსიქიატრიული დახმარება - ასე გამოეხმაურა ევროკომისიის სპიკერი საგარეო საქმეთა საკითხებში პიტერ სტანო  რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, მედვედევის მორიგ აგრესიულ განცხადებებს.

სტანომ განცხადება ჟურნალისტების შესაბამისი შეკითხვის პასუხად გააკეთა:

"როგორც წესი, კომენტარს არ ვაკეთებთ ხოლმე უცნაურ განცხადებებზე, განსაკუთრებით ისეთი ხალხისგან, რომლებიც სასოწარკვეთით ეძებენ ყურადღებას და მარადიული მეორე ნომრები არიან. თუმცა სასიამოვნოა, რომ ადამიანი, რომელიც თქვენ ახსენეთ [მედვედევი], საჯაროდ გვიზიარებს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს. ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია.", - განაცხადა სტანომ.

ცნობისთვის, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი აცხადებს, რომ რაღაც დროის შემდეგ, "კონფლიქტის განვითარების რაღაც სხვა ფაზაში“, კიევიც უნდა აიღონ, რადგან კიევი „რუსული ქალაქია“ და იქიდან „რუსეთის არსებობას საფრთხე ემუქრება"

მედვედევმა ოდესასაც მიმართა, „სახლში“ - რუსეთში „დაბრუნდეს“

„ოდესაზე უბრალოდ, შემიძლია ვთქვა: ოდესა სახლში დაბრუნდი! და მორჩა! დიდი ხანია ოდესას რუსეთის ფედერაციაში ველოდებით“, - ამბობს მედვედევი.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი