
POLITICO აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხარდაჭერა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს აქვს.
გამოცემა მიუთითებს, რომ იმ ფონზე, როცა აღნიშნულ თანამდებობაზე აზრები ევროპის სხვადასხვა ლიდერს შორის მერყეობს, ბაიდენის პოზიცია, სავარაუდოდ, გაზრდის რუტეს კანდიდატურის მიმართ მხარდაჭერას.
ალიანსის მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ოქტომბერში ეწურება. ის ალიანსს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს და მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ვადა ორჯერ გაუხანგრძლივდა.
POLITICO სხვა სავარაუდო კანდიდატზეც წერს და აღნიშნავს, რომ ამ პოზიციაზე თავისი ინტერესი ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმაც გამოხატა.
მარკ რუტეს ოფიციალურად კანდიდატურა არ წამოუყენებია.