სასამართლო სისტემა და მართლმსაჯულების რეფორმა | პარლამენტში, EU-ს 9 დათქმასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა

გამოქვეყნდა:

სამუშაო ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის მიერ გაწერილი 9 დათქმის შესრულებაზე მუშაობს, პარლამენტში კვლავ შეიკრიბა. დღევანდელი კონსულტაციები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს და მართლმსაჯულების რეფორმას დაეთმო. სამუშაო პროცესში ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციაც ჩართულია, თუმცა მხოლოდ ფორმალურად. მმართველი გუნდი უგულებელყოფს როგორც ოპონენტების შენიშვნებს, ასევე ვენეციის კომისიის დასკვნებს. დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდნენ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები კი, რომლებიც აკრიტიკებენ ოლიგარქის ხელისუფლებას, "ქართულმა ოცნებამ" სამუშაო პროცესიდან საერთოდ ჩახსნა.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი