"ქართული ოცნების" შავი სალარო კიდევ რამდენიმე მილიონით გაიზარდა. ბოლო თვეების მონაცემებით, მმართველი გუნდის შემოსავლებმა თითქმის 10 მილიონი შეადგინა. შემწირველებს შორის კი ის კომპანიები და ბიზნესმენები ფიგურირებენ, რომლებიც ოლიგარქიულ რეჟიმთან არიან დაახლოებული.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მორიგი კვლევის შედეგებს ასაჯაროებს, სადაც დასახელებული არინ ყველაზე ხელგაშვილი კომპანიები, რომლებიც ასიათასობით ლარის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს იღებენ.