პარტიული მოხსენება პარლამენტის საქმიანობის შეჯამების ნაცვლად. შალვა პაპუაშვილმა დღეს "ქართული ოცნების" პროპაგანდა და ტრადიციები სრულად დაიცვა და წლიური ანგარიში პრეზიდენტის, ოპოზიციის, სტრატეგიული პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმასა და დემონიზებას დაუთმო.
როგორც პარლამენტის სპიკერის მიმართვიდან გახდა ცნობილი, ოლიგარქიული რეჟიმისთვის ყველაზე მტკივნეული რუსული კანონი, უფრო კონკრეტულად კი ქართველი ხალხის ხისტი პროტესტი, პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკა და კანონის გაწვევა გახდა. ოპოზიციისთვის პარლამენტის თვმჯდომარეს დღევანდელი მოხსენებით არაფერი უთქვამს. "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის კი ეს იყო კიდევ ერთი შანსი, რომ პაპუაშვილი შეეექოთ და უმაღლესი ტრიბუნიდან მადლობა ეთქვათ.