„ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით ისტერიამ ყველაფერი დამაჯერებლად აჩვენა. ამ ადამიანებს ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ" | ლავროვი დასავლეთის ლიდერებზე

გამოქვეყნდა:

„ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით ისტერიამ ყველაფერი დამაჯერებლად აჩვენა. ამ ადამიანებს ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საუბრობს და ნავალნის სიკვდილზე დასავლეთის ლიდერების გამოხმაურებს პასუხობს. 

"ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით ისტერიამ ყველაფერი დამაჯერებლად აჩვენა. კომენტარის გაკეთებაც კი არ მინდა. ამ ადამიანებს ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ - თუ კონკრეტულად ნავალნიზე ვისაუბრებთ, მაშინ არავინ იცის, რა გაუკეთეს მას გერმანიაში. როცა ის იქ მოხვდა, სამოქალაქო კლინიკაში ისეთი ვერაფერი აღმოაჩინეს, რასაც გვაბრალებდნენ. სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს და იქ დაადგინეს, რომ მის ორგანიზმში "ნოვიჩოკი" იყო. ჩვენ ვითხოვეთ, ანალიზების შედეგები ეჩვენებინათ და გვითხრეს, ეს თქვენი საქმე არ არისო", - თქვა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის ნავალნი გასულ კვირას არქტიკის სასჯელაღსრულების კოლონიაში გარდაიცვალა. მისმა გუნდმა და ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ის კრემლმა და პირადად ვლადიმერ პუტინმა მოკლა. მის ოჯახს ცხედრის ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ. ლუდმილა ნავალნაიამ, ნავალნის დედამ, ცხედარი მხოლოდ 22 თებერვალს ნახა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი