ჯანმო ღაზის საავადმყოფოში ჩარჩენილი პაციენტების ევაკუირებას აპირებს

გამოქვეყნდა:

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ღაზის ნასერის საავადმყოფოში ჩარჩენილი დაახლოებით 140 პაციენტის ევაკუირებას აპირებს. ამის შესახებ ჯანმოს წარმომადგენელმა განაცხადა.

"ჯანმო გააგრძელებს კრიტიკულად დაავადებული და მძიმედ დაჭრილი პაციენტების ევაკუაციას ნასერის საავადმყოფოდან სამხრეთის სხვა საავადმყოფოებში, მათ შორის რაფაში, საველე ჰოსპიტლებში. თუმცა ეს ძალიან რთული და მაღალი რისკის მისიაა", - განუცხადა გაეროს სააგენტოს აიადილ საფარბეკოვმა პრესკონფერენციაზე.

ისრაელში ამბობენ, რომ „ჰამასი“ საავადმყოფოებს ფარად იყენებს. „ჰამასი“ კი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ეს ჯანდაცვის სისტემის განადგურების საბაბია.

7 ოქტომბრის შემდეგ, პალესტინის ანკლავის 34 საავადმყოფოდან მხოლოდ 13 ფუნქციონირებს, ნაწილობრივ ან მინიმალურ დონეზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი