თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე მექანიკური ზემოქმედების კვალი არ არის - ექსპერტიზა

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღინიშნება. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დაკვნის შესახებ დღეს, საქართველოს პრეოკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩატარდა ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ გარდაცვლილი ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილია.

რაც შეეხება მანქანიდან ამოღებულ "ფლეშკას", პროკურატურის ინფორმაციით, მეხსიერების ბარათზე საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზაა დანიშნული

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ მეხსიერების ბარათზე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების მიზნით დანიშნულ იქნა საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა.
გარდა ამისა, თამარ ბაჩალიაშვილის ,,youtube’’-ის პირადი არხიდან ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით 16 ვიდეოჩანაწერი, მისი მობილური ტელეფონიდან ასევე ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით სამი ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულ ჩანაწერებზე დანიშნულია ვიდეოსკოპური ექსპერტიზა.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

უწყებამ დღეს სამხარაულის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტები გახდა.

გარდა ამისა, უწყებამ 17 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის სხვადასხვა აფთიაქებში ყოფნის და კონკრეტული მედიკამენტების შეძენის ფაქტების ამსახველი ვიდეომასალაც გამოაქვეყნა.

პროკურატურის ინფორმაცია სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი