ლავროვის თვითმფრინავს ბრაზილიაში საწვავის შევსებაზე უარი უთხრეს

გამოქვეყნდა:

ლავროვის თვითმფრინავს ბრაზილიაში საწვავის შევსებაზე უარი უთხრეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს რიო-დე-ჟანეიროში, G20-ის სამიტზე სამთავრობო თვითმფრინავით ჩავიდა, იქიდან კი დედაქალაქში გაფრენას და ბრაზილიის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავდა.

ლავროვის თვითმფრინავს საწვავი სჭირდებოდა, თუმცა ბრაზილიელმა ოპერატორებმა აშშ-ის სანქციების შიშით მას უარი უთხრეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან დამგზავრება შესთავაზეს. ცნობილია, რომ ლავროვს ბრაზილიიდან სხვა რუსული თვითმფრინავი წაიყვანს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი