ვალენსიაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა | 15-მდე ადამიანს ეძებენ

გამოქვეყნდა:

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში, 14-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა. ვალენსიის მერმა განცხადა, რომ 9-დან 15-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. 

სულ მცირე 15 ადამიანი გადის მკურნალობას, მათ შორის 7 მეხანძრეა.

ვალენსიაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ცეცხლი შენობაში გუშინ გაჩნდა, ექსპერტები ამბობენ, რომ ძლიერ აალებადმა მასალამ, რომლითაც კორპუსი იყო მოპირკეთებული ცეცხლს სწრაფად გავრცელების საშუალება მისცა. ქარის გამო ცეცხლი მარტივად გავრცელდა მიმდებარე შენობაზეც.

ესპანური გაზეთის El Pais-ის ცნობით, კორპუსში დაახლოებით 450 ადამიანი ცხორვობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი