"აფხაზეთშიც არიან ბოკერიები და სააკაშვილები"-ირმა ინაშვილი ბჟანიას განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  პრეზიდენტის განცხადებას, რომ "პატრიოტთა ალიანსი" აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მზადაა, ირმა ინაშვილი არ ადასტურებს და აქაც "სააკაშვილ-ბოკერიას" კვალს ხედავს

"აფხაზეთშიც არიან ბოკერიები და სააკაშვილები, რომლებსაც შერიგება არ უნდათ და თბილისშიც არიან. მათ შორის კავშირს მე მკაფიოდ ვხედავ, ასევე მინდა მიაქციოთ ყურადღება ბჟანიას განცხადებას, მან მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოსგან არ ელის აღიარებას, არამედ ელის, რომ დაიწყოს ეკონომიკური და ჰუმანიტარული  პროექტები, გადაიდგა ნაბიჯი შერიგებისკენ, ჩემი ჩასვლით დაიწყო ეს პროცესი, ამან გააცოფა და გადარია ყველა, ვგულისმხობ აქაურ და იქაურ სააკაშვილ-ბოკერიებს"-ამბობს ინაშვილი.

სომხუმში ე. წ.  პარლამენტის დახურულ სხდომაზე, რომელსაც ასლან ბჟანიაც ესწრებოდა, 18 აგვისტოს აფხაზეთში „პატრიოტთა ალიანსის“ სტუმრობა განიხილეს.

 ადგილობრვი მედიის ინფორმაციით ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მზად არის "თანამშრომლობისა და აფხაზეთის აღიარებისთვის".

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ვოიაჟის შესახებ ინფორმაცია 20 აგვისტოს "მთავარმა არხმა" გაავრცელა, რაც მალევე აფხაზურმა წყაროებმაც და თავად ინაშვილმა და თარხან მოურავმაც დაადასტურეს


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი