დატოვებს თუ არა პოსტს საგარეო საქმეთა მინისტრი | კობახიძე ამბობს, რომ არავითარი ცვლილებები არ იგეგმება

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, საუბარია საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ცვლილებაზე, რომელიც ესპანეთში ელჩად განიხილება. დარჩიაშვილის შემცვლელად საუბარია ორ კანდიდატურაზე - პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ბახტაძის პრემიერმინისტრობის დროს აპარატის უფროსი - გიორგი ჭოლაძე.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არავითარი კონსულტაციები არ იმართება.

"ცვლილებები არ იგეგმება, ეს ცალსახად შემიძლია გითხრათ. არავითარი ცვლილებები არ იგეგმება. [...] ილია დარჩიაშვილი იყო წარმოდგენილი დელეგაციაში და ძალიან კარგად წარმოადგინა მან საქართველოს ინტერესები ამ ვიზიტის ფარგლებში, კიდევ ერთხელ მას მინდა მადლობა გადავუხადო, კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ არავითარი ცვლილებები მთავრობაში, პერსონალური ცვლილებები არ იგეგმება. [არჩევნებამდე არ იქნება?] საერთოდ გეგმაში ასეთი რამ არ არის, დანარჩენი,ერთ წელში, ორ წელში, სამ წელიწადში თუ რაიმე ცვლილება მოხდება ეს არ არის მარტო ჩვენზე დამოკიდებული", - თქვა კობახიძემ. 

"მთავარი არხი" დაუკავშირდა გიორგი ჭოლაძესაც, მან თქვა, რომ კითხვას უკომენტაროდ ტოვებს. 

"მსგავს არაფერზე მქონია საუბარი", - თქვა მან.

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი