"დასავლეთი გახდა უფრო ერთიანი, ვიდრე ოდესმე... ფიქრობდნენ, რომ დაგვასუსტებდნენ, მაგრამ გავხდით უფრო ძლიერები" | დანიგანი უკრაინის ომის 2 წლისთავზე

გამოქვეყნდა:

"დასავლეთი გახდა უფრო ერთიანი, ვიდრე ოდესმე... ფიქრობდნენ, რომ დაგვასუსტებდნენ, მაგრამ გავხდით უფრო ძლიერები", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი საუბრობს და უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 2 წლის გასვლას ეხმაურება.

ის, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ უკრაინელებს ამ ომში არ დანებდნენ, ამის ნაცვლად, მათ იბრძოლეს, ძლიერად, დიდხანს და გაუწიეს ისეთი წინააღმდეგობა, რასაც ვერცერთი ჩვენგანი წარმოიდგენდა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ მიატოვა საკუთარი ქვეყანა და ამის ნაცვლად ის დარჩა და ხელმძღვანელობს ქვეყანას. დასავლეთი გახდა უფრო ერთიანი, ვიდრე ოდესმე და მიმართული ხართ უკრაინის მხარდაჭერისკენ. ფიქრობდნენ, რომ დაგვასუსტებდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად, გავხდით უფრო ძლიერები, - თქვა დანიგანმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი