
უკრაინაში რუსეთის ომის 2 წლისთავთან, ასევე ალექსეი ნავალნის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აშშ-მა რუსეთს 500 ახალი სანქცია დაუწესა.
სანქციები დაედოთ ნავალნის პატიმრობასა და რუსეთის ომთან დაკავშირებულ პირებს, რუსულ ფინანსურ სექტორს, თავდაცვის ინდუსტრიას, შესყიდვების ქსელებსა და სანქციებისგან თავის არიდებაში მხილებულ პირებს. ექსპორტზე შეზღუდვები დაუწესდება 100-მდე კომპანიასა და ფიზიკურ პირს.
ორი წლის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ იმას, რაც პირველი დღიდან ვიცოდით: პუტინმა ძალიან არასწორად გათვალა. უკრაინის მამაცი ხალხი იბრძვის, ქედუხრელია თავისუფლებისა და მომავლის დასაცავად ბრძოლაში. ნატო უფრო ძლიერი, უფრო დიდი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე და უპრეცედენტო, უკრაინის მხარდასაჭერად 50 ქვეყნისგან შემდგარი გლობალური კოალიცია, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, ერთგული რჩება უკრაინისთვის კრიტიკული დახმარების გაწევისა და რუსეთისთვის აგრესიის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართ“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ახალი სანქციებით პუტინი კიდევ უფრო მაღალ ფასს გადაიხდის ქვეყნის საზღვრებს გარეთ აგრესიისა და შიგნით, რეპრესიებისთვის.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო, რომელიც 106 ფიზიკურ და 88 იურიდიულ პირს მოიცავს.