იმედი მაქვს, ზაფხულამდე შევძლებთ უკრაინის საჰაერო სივრცეში F-16-ების ნახვას | დანიის პრემიერი

გამოქვეყნდა:

F-16 მოიერიშე თვითმფრინავები  უკრაინის ცაზე შესაძლოა მიმდინარე წლის ზაფხულისთვის გამოჩნდეს -  ამის შესახებ დანიის პრემიერმა მეტე ფრედერიკსენმა ლვოვში,  უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ  ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეფერხება, რომელიც მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინაში გადატანას ეხება ტექნიკურ მიზეზს უკავშირდება. 

"ჩვენ ყველანი ძალიან მოხარული ვართ, რომ დანია აპირებს ამ თვითმფრინავების მიწოდებას ნიდერლანდებთან, ბელგიასთან და აშშ-თან თანამშრომლობით. ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი... იმედი მაქვს, ზაფხულამდე შევძლებთ უკრაინის საჰაერო სივრცეში F-16-ების ნახვას. 
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვაგვიანებთ, არის მხოლოდ ტექნიკური. იმის გამო, რომ ამ თვითმფრინავებისთვის სერიოზული ინფრასტრუქტურაა საჭირო, ასევე F-16-ისთვის წვრთნა გაცილებით გრძელი და ხანგრძლივია, ვიდრე ნებისმიერი სხვა იარაღის სისტემისთვის", - განაცხადა ფრედერიკსენმა

შეგახსენებთ, რომ ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტმა და დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა უკრაინასა და დანიას შორის უსაფრთხოების თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი