რატომ არ ჩაერთო ბაჩალიაშვილის საქმეში FBI ? - პროკურატურის განმარტება

გამოქვეყნდა:

როგორც გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს, შესაბამისად მათი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში FBI ვერ ჩაერთვება

პროკურორის ინფორმაციით, აშშ-ს ფედერალური ბიუროსგან მიიღეს განმარტება, რომ ისინი მხოლოდ შტატებში მომხდარ ან მათ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ დანაშაულებს იძიებენ.

ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ფედერალური ბიუროს წარმომადგენელთან, ატაშესთან კონტაქტი, რომლისგანაც მივიღეთ განმარტება, რომ ამერიკის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები იძიებენ მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე და ასევე მათთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს. შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს“- ამბობს პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილების ოჯახი გამოძიებაში  FBI-ს ჩართვას მას შემდგ ითხოვს, რაც საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, ისინი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან, თუმცა სახელმწიფოსგან უარი უკვე მიიღეს. როგორც ირაკლი შოთაძესთან გამართული შეხვედრის შემდგ, სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ გუშინ, 3 აგვისტოს განაცხადა, აშშ-ს საგამოძიებო უწყება საქმეში არ ჩაერთვებოდა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ დღეს ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, 23 წლის პროგრამისტის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი