ვალენსიაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ვალენსიაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 10- მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 15. 

საავადმყოფოში მკურნალობას სულ მცირე 15 ადამიანი გადის, მათ შორის 7 მეხანძრეა.  ქალაქში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

ცეცხლი მრავალსართულიან შენობაში გუშინ, 22 თებერვალს გაჩნდა. ექსპერტები ამბობენ, რომ ძლიერ აალებადმა მასალამ, რომლითაც კორპუსი იყო მოპირკეთებული, ასევე ქარმა, ცეცხლის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი