სიონის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. როგორც "მთავარს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მამაკაცი წყალში ნავიდან გადავარდა
შემოვიდა ინფორმაცია რომ სიონის ტბაზე ახალგაზრდა მამაკაცი ნავიდან ჩავარდა წყალში და გაუჩინარდა. ადგილზე გამოცხადდნენ მაშველები და მყვინთავთა ჯგუფი. ცხედარი წყლიდან უკვე ამოყვანილია - აცხადებენ საგანგებოში.