ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან დაბრუნებული პრემიერმინისტრი დასავლეთის მიმართ ტონს არბილებს, თუმცა სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს ტოვებს. ირაკლი კობახიძე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მკაფიოდ საუბრობს თუმცა ასეთივე პრინციპული მთავრობის მეთაური არ ყოფილა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე საუბრისას. ირაკლი კობახიძეს დღეს არ დაუმალავს უკმაყოფილება ევროპული სახელმწიფოების პოზიციასთან დაკავშირებით და ბრიუსელში ჩასულმა პრემიერმა ერთგვარი პირობების წაყენებაც კი სცადა.